საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №789

საქართველოს მთავრობის განკარგულება №789
17 დეკემბერი, 2007

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 1 637 170 (ერთი მილიონ ექვსას ოცდაჩვიდმეტი ათას ას სამოცდაათი) ლარი სენაკის რაიონში 1992-1993 წლებში საომარი მოქმედების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე