საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №791

საქართველოს მთავრობის განკარგულება №791
17 დეკემბერი, 2007

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ქა­ლაქ ქუთაისის მერიას გამოუყოს 755 460 (შვიდას ორმოცდა­თხუთმეტი ათას ოთხას სამოცი) ლარი ქ. ქუთაისში მცხოვ­რები სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორცი­ელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმ-წიფო რწმუნე­ბულს - გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორი­ულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაუ­ლის, ჭიათურის, საჩხერის, მუნიციპალი­ტეტები და თვით­მმართ­ვე­ლი ქალაქი ქუთაისი) ა. ბობოხიძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე