საქართველოს მთავრობის განკარგულება №800
17 დეკემბერი, 2007
მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დამთავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-74 მუხლის საფუძველზე სს ,,საქჰიდრომშენი" გათავისუფლდეს სა-სარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ქვის ლოდი - 10 000 კუბ.მ მდინარე სუხჩელას კალაპოტიდან).
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს წიაღისეულის მოპოვება განახორციელოს მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შესაბამისი ტერიტორიის X, Y კოორდინატების შეთანხმების შემდეგ.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე