საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №810

საქართველოს მთავრობის განკარგულება №810
21 დეკემბერი, 2007

კ. ბენდუქიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კა­ნონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინი­ციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე - ,,ფასიანი ქაღალ­დების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილე­ბებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დამა­ტების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორ­დინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე