საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №817

საქართველოს მთავრობის განკარგულება №817
21 დეკემბერი, 2007

,,ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის N311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშ­ვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნ­ქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქარ­თველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის N311 განკარ­გულებაში შეტანილ იქნას ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერა­ბიშვილი) აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის საგზაო სამ­სახურებთან ერთად უზრუნველყოს აღნიშნულ მონაკვეთზე ჩარჩენილი ავტომანქანების, მგზავრებისა და მძღოლების გადაყვანა და სხვა სამაშველო ღონისძიებათა განხორცი­ელება.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე