საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №818

საქართველოს მთავრობის განკარგულება №818
21 დეკემბერი, 2007

შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან" გამოსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს ჯან­მრთელობის დაცვის ობიექ­ტე­ბის რეაბილიტაციის ღონის­ძიებათა შედეგად შპს ,,აკადემი­კოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან გამო­სახ­ლებულ დევნილებს, რომ­­ლებმაც უარი განაცხადეს საკომ­პენსაციო თანხის მიღე­ბაზე, განსახლებამდე აუნაზღაურდეთ საცხოვრებელი ფართო­ბის დასაქი­რავებელი ხარჯები დანარ­თის შესაბამისად.

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამი­ნისტრომ (კ. სუბელიანი) წლიური საბიუჯეტო კანო­ნით ,,დევნილთა დახმარების ფონდისათვის" დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს განკარგულების პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფი­ნანსება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე


საქართველოს მთავრობის
2007 წლის 21 დეკემბრის
N818 განკარგულების
დანართი

დევნილის სახელი, გვარი ყოველთვიური ხარჯი

ნათელა ბოკუჩავა 200 ლარი

მარინა ბოკუჩავა 200 ლარი

გივი გახარია 200 ლარი

მანანა ჯომიდავა 200 ლარი

რუსუდან მანჯგალაძე 400 ლარი

თენგიზ პარკაია 200 ლარი