საქართველოს მთავრობის განკარგულება N928

"სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის N829 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. "სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის N829 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან ეტაპობრივი ჰარმონიზაციის, შიდა აუდიტისა და შიდა ფინან-სური კონტროლის განვითარების სტრატეგიის, ასევე, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის კანონმდებლობის შემუშავების მიზნით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

არჩილ გაგნიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ირაკლი გაჩეჩილაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ლევან დავითულიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

დავით კერესელიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის პირველი მოადგილე

გიორგი კერვალიშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე

დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

თამარ მარტიაშვილი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსი მაჭავარიანი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ზურაბ მიმინოშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი

გიორგი მუჩაიძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ლევან მჭედლიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ანა ჟვანია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

არჩილ შარვაშიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გენერალური ინსპექციის უფროსი

ლევან ჭოლაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ხოსრუაშვილი - ქ. თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსი.".


2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური