საქართველოს მთავრობის განკარგულება N918

აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა კავშირ "თანადგომისათვის" და სააქციო საზოგადოება "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრისათვის" ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ


1. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის პროგრამების ("აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობის, ზრუნვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების გაფართოებული პროგრამა", "შიდსით დაავადებულთა ანტირეტროვირუსული მკურნალობის შესაძლებლობების უზრუნველყოფა კონფლიქტურ რეგიონში") ფარგლებში, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა კავშირ "თანადგომას" და სააქციო საზოგადოება "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს" მიეცეთ თანხმობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის.

2. საქართველოს მთავრობის უპირობო გადაწყვეტილებით ეს განკარგულება ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი