საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N910

ქალაქ თბილისის მერიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ


1. ქალაქ თბილისში, გრიშაშვილის ქ. N41-ში მდებარე შენობაში ქ. თბილისის N145-ე საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლოსარემონტო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქალაქ თბილისის მერიას გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი