საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N900

შპს ,,ჯორჯიან გლას ენდ მინერალ ვოთერს კომპანი"-სათვის გაცემული ¹0132 წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე

1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 72 მუხლის საფუძველზე თანხმობა მიეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, შპს ,,ჯორჯიან გლას ენდ მინერალ ვოთერს კომპანი"-სათვის გაცემული ¹0132 წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადის 2009 წლის 11 აპრილამდე გაგრძელების თაობაზე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური