საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N891

2005 წლის 11 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 300.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტისა და 2006 წლის 16 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შექმნილ საპარტნიორო ფონდებში აკუმულირებული თანხების (8,897,834.35 ლარი) ხარჯვასთან დაკავშირებით

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება 2005 წლის 11 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 300.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტისა და 2006 წლის 16 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შექმნილ საპარტნიორო ფონდებში აკუმუ-ლირებული თანხების (8,897,834.35 ლარი) ხარჯვასთან დაკავშირებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და იაპონურ მხარეს შორის საპარტნიორო ფონდებში აკუმულირებული თანხების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება 2005 წლის 11 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 300.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტისა და 2006 წლის 16 მარტს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 800.0 მილიონი იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შექმნილ საპარტნიორო ფონდებში აკუმულირებული თანხების (8,897,834.35 ლარი) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური