საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N884

"სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. "სახელმწიფო პროგრამა "იაფი კრედიტის" ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის N266 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ვ) ინდივიდუალურ მეწარმე "ზაზა მამეშვილს" (საიდენტიფიკაციო ნომერი - 137 106 931) - 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით."

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი