საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N883

"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №273 განკარგულებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე

1. "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის N273 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 610 000 (ექვსას ათი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი მრავალსართულიანი სახლების კაპიტალური რემონტის ჩასატარებლად;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის - 200 000 (ორასი ათასი) ლარი გზების რეაბილიტაცია-მოასფალტების განსახორციელებლად;
გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის - 100 000 (ასი ათასი) ლარი სახლების გადახურვის მიზნით;
დ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის - 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, სოფელ ხეითის სასმელი წყლის სისტემისათვის მილების შესაძენად, სათემო კავშირ "განახლებული ონისათვის";
ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის - 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი სოფლების წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი