საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N248

საქართველოს მთავრობის დადგენილება N248
27 დეკემბერი, 2006

,,საქართველოში ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის" ,,კიოტოს ოქმით" გათვალისწინებული ,,სუფთა განვითარების მექანიზმის" განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის N172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,საქართველოში ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის" ,,კიოტოს ოქმით" გათვალის­წინებული ,,სუფთა განვითარების მექანიზმის" განხორცი­ელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის N172 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N115, მუხლი 1268) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით შექმნილი საბჭოს შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

გიორგი აბულაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია - ენერგოე-ფექტურობის ცენტრის დი­რექტორი

გრიგოლ გობეჯიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გივი კალანდაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს მდგრადი განვითარების დე­პარ­ტამენტის უფროსი

გრიგოლ ლაზრიევი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართვე­ლოს უფროსის მოვალეობის შემ­სრულებელი, საბჭოს პასუხისმგებე­ლი მდივანი

ზაალ ლომთაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

ზაზა ლორთქიფანიძე - საქართველოს ენერგეტიკის სამი­ნის­ტროს გენერალური ინსპექციის უფროსი

არჩილ მამათელაშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრის მოადგილე

ივანე ნაკაიძე - საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრის მოადგილე

გიორგი ნოზაძე - საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი ღვალაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

დავით ჩანტლაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავ­მჯდომარის მოადგილე

გიორგი ცხაკაია - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი განვითარე­ბის პოლიტიკის სამმართველოს უფ­როსი

ზვიად ჭეიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სატყეო მეურნეო­ბის დეპარ­ტამენტის თავმჯდო­მარე.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი