საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N254

საქართველოს მთავრობის დადგენილება N254
27 დეკემბერი, 2006

,,მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტის საფუძველზე:

მუხლი 1. ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დად­გენილებასა (სსმ, 2006 წელი, N101, მუხლი 1375) და დად­გენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,სოციალური დახმარების შესახებ".

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური დახმარების მაძიებელი ოჯახებისათვის მისამართული სოციალური დახმარების დანი­შ­ვნა-გაცემისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები­სათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტის საფუძველზე:".

3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოცია­ლური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისათვის სოციალუ­რი დახმარების დანიშვნა-გაცემა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული სოციალური დახმარების გაცემა დადგენილი წესით და ამ პროცესის ადმინის­ტრირებისას წარმოშობილ ურთიერთობათა რეგულირება.".

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახე­ბისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოცი­ა­ლური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინან­სებისა და ანგარიშსწორების წესს და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირები­ს კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოცია­ლური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს.".

5. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. სოციალური დახმარებები
1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში - საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომი­კური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
2. ამ წესის მიზნებისათვის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარება (შემდგომში - საო­ჯახო დახმარება) არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული საოჯახო დახმა­რების გაცემის გაგრძელება.
3. საარსებო შემწეობისა და საოჯახო დახმარების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტით გამოყოფილი სახსრები.".

6. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომ­პე­ტენტური ორგანო
1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემ­დებარებული სსიპ - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნ­ველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაან­გარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწე­ობის მიღებასთან დაკავში­რებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.
2. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპე­ტენტური ორგანოა სააგენტო, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახე­ბისათვის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი­ნისტრო, რომ­ლებიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ საოჯახო დახმარების შეწყვე­ტას, გადაან­გარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.
3. საოჯახო დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სააგენ­ტო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან.".

7. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი (81-83 მუხლები):
,,თავი II1. საოჯახო დახმარების ოდენობა და მისი გაცემის პრინციპები

მუხლი 81. საოჯახო დახმარების გაცემის საფუძვლები და პრინციპები
1. საოჯახო დახმარება მიეცემათ იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება დანიშნული აქვთ 2007 წლის 1 იანვრამდე.
2. საოჯახო დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო.

მუხლი 82. საოჯახო დახმარების ოდენობა
,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საოჯახო დახ­მა­რება ყოველთვიურად მიეცემათ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა (მათ შორის დევნილთა ოჯახების) კატეგო­რიებს შემდეგი ოდენობით:
ა) მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახები - 22 ლარი, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორ და მეტსულიანი ოჯახები - 35 ლარი;
ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვები, მეურვის შრომისუნა­რიანობის მიუხედავად, ერთ პირზე - 22 ლარი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოები, ერთ პირზე - 22 ლარი;
დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე - 22 ლარი;
ე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავს 7 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები - 35 ლარი.

მუხლი 83. საოჯახო დახმარების გაცემა

1. საოჯახო დახმარება გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

2. საოჯახო დახმარების გაცემა წარმოებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორ­მებული ხელშეკრულების პირობით.

3. საოჯახო დახმარება მიეცემა დახმარების მიმღებს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.

4. საოჯახო დახმარების გაცემა დახმარების მიმღების თხოვნის გათვალისწინებით შეიძლება განხორციელდეს ბინა­ზე მიტანით.".

8. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი (101-102 მუხლები):

,,თავი III1. საოჯახო დახმარების მიმღებთა და ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალე­ობანი

მუხლი 101. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომ­პე­ტენ­ტური ორგანოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპე­ტენ­ტური ორგანო უზრუნველყოფს:
ა) დანიშნული დახმარების გადაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, აღდგენას ან/და გაცემის ორგანიზებას;
ბ) საოჯახო დახმარების მიმღებ პირთა აღრიცხვას;
გ) სტატისტიკის წარმოებას.
2. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახი, დახმარების მიღების საუძვლ(ებ)ის არსებობის დასადგენად;
ბ) არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის ან/და დახმარების ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
გ) ოჯახის მიერ საოჯახო დახმარების ადმინისტრი­რებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუჩეროს ან შეუწყვიტოს დახმარება;
დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციები­დან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საო­ჯახო დახმარების გადაანგარიშების, შეჩერების, განახლების ან/და შეწყვეტის საკითხის გადასაწყვეტად.
3. საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპე­ტენტური ორგანო უზრუნველყოფს ამ წესითა და მოქმედი კანონ­მდებ­ლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციათა და უფლება-მოვალეობათა შესრულებას.

მუხლი 102. საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი

1. საოჯახო დახმარების მიმღებ ოჯახს უფლება აქვს:
ა) მიიღოს საოჯახო დახმარება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობებითა და ოდენობით;
ბ) მოითხოვოს საოჯახო დახმარების ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუ­დული აქვს გადაადგილების უნარი;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საოჯა­ხო დახმარებასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელ­მწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საოჯახო დახმარების მიმღები ოჯახი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს საოჯახო დახმარების ადმი­ნის­ტრირების პასუხისმგებელ ორგანოს დახმარების მიღე­ბის საფუძვლებში მომხდარი ცვლილებების შესახებ;
ბ) შეასრულოს დახმარების ადმინისტრირების პასუ­ხის­მგებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონ­მდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.".
9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. სოციალური დახმარების მიღების შეზღუდვა
1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს საოჯახო დახმარების მიღებას.
2. ოჯახს, რომელსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშ­ნული აქვს საოჯახო დახმარება, უფლება აქვს აირჩიოს რომელიმე ზემოაღნიშნული სოციალური დახმარებიდან ერთ-ერთი, გახდეს საარსებო შემწეობის მიმღები ან დაიტო­ვოს საოჯახო დახმარება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი აირჩევს საარსებო შემწე­ობის მიღებას, რის საფუძველზეც შეუწყდა საოჯახო დახმა­რების მიღება, 2007 წლის 1 იანვრიდან საოჯახო დახმარების ხელახალი დანიშვნა არ განხორციელდება.".

მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) ერთ თვეში უზრუნველყოს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის დანიშნული საოჯახო დახმარების გაცემისა და ადმინისტრი­რების წესის დამტკიცება.

მუხლი 3. ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოებმა 2007 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე ყოველთვიურად უზრუნველყონ ქ. თბილისში მცხოვრები უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის საოჯახო დახმარების ადმინისტრირება (შეწყვეტა, გადაანგარიშება, შეჩე­რება, აღდგენა) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელ­მწიფო სააგენტოსათვის საოჯახო დახმარების გასაცემად საჭირო ინფორმაციის მიწოდება საქართველოს შრომის, ჯან­მრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

მუხლი 4. ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმარ­თველობის ორგანოებმა 2007 წლის 1 აპრილამდე უზრუნ­ველყონ იმ პირთა პირადი საქმეების საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური დახმარებისა და დასაქ­მების სახელმწიფო სააგენტოსათვის გადაცემა (გადაბარება), რომლებიც იღებენ საოჯახო დახმარებას და რომელთაც შეჩერებული აქვთ საოჯახო დახმარების მიღება.

მუხლი 5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოცი­ალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო საა­გენ­ტომ უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოებიდან საოჯახო დახმარების მიმღებ პირთა დოკუმენტაციის მიღება, შესწავლა და დახმარების გაცემა კანონმდებ­ლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

მუხლი 6. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იან­ვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი