საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №301

საქართველოს მთავრობის დადგენილება №301
28 დეკემბერი, 2007

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის N103 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 17 მაისის N103 დადგენი-ლებით (სსმ, 2007 წელი, N70, III ნაწილი, მუხლი 776) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმა­ნიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორ­მაციის საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის გაცვლის, საქართველოს მეცნიერთა და სპეცი­ა­ლისტთა საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენცი­ებსა და შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა; ქართვე­ლო­ლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების მიზნით საქარ-თველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შეხვედრე-ბისა და კონფერენცი­ების ორგანიზება;".

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარებისა და პრემიების მინიჭების წესს;".

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

,,მუხლი 13. გარდამავალი დებულება მე-7 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებამო­სილებას 2008 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს რუსთაველის ფონდის დირექტორი.".

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე