საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №302

საქართველოს მთავრობის დადგენილება №302
28 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის N256 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის საფუძველ-ზე ,,საქართველოს საჯარო სკო­ლე­ბის მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზ­ნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზ­ღვრის შესახებ" საქართვე-ლოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის N256 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, N165, III ნაწილი, მუხლი 1813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელებისათვის ჯანმრთე­ლო­ბის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ".

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. განისაზღვროს 2008-2013 წლებისათვის ჯანმრთელო­ბის დაზღვევის მიზნით გა-დასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის თანდართული პირობები საქართველოს საჯარო სკოლე-ბის მას­წავლებლებისთვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ობოლ და მშო-ბელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, საქართვე-ლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის N1224 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესე­ბუ­ლე­ბებისა და იმ საჯარო სკოლების აღმზრდელებისთვის, სადაც ხორციელდება პანსიო-ნური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა (შემდგომში - საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლე­ბლები).".

3. დადგენილებით დამტკიცებულ 2008-2013 წლებისათვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯან­მრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუ­ჩერის პირობების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს დოკუმენტი განსაზღვრავს დამზღვევებისათვის ჯან­მრთელობის დაზღვევის განხორციელების წესებს, სადაზღვე­ვო ვაუჩერის ღირებულებას, მისი გამოყენების, გადაცემისა და განაღდების საკითხებს, ადგენს სადაზღვევო ვაუჩერის მი­მოქცევასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პი­რების უფლებებსა და მოვალეობებს, არეგულირებს სადაზღვე­ვო ვაუჩერის მიმოქცევასა და სარგებლობასთან დაკავშირე­ბულ საკითხებს. დადგენილება არ ვრცელდება სხვა სახის ვა­უჩერებზე.";

4. დადგენილებით დამტკიცებულ 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯან­მრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუ­ჩერის პირობების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სადაზღვევო ვაუჩერი არის დამზღვევებისათვის გადა­ცემული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად.

2. სადაზღვევო ვაუჩერი გაიცემა დამზღვევებზე, რომ­ლებიც რეგისტრირებული არი-ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შესაბამის მონაცემთა ბაზაში ან რომელთა შრომითი ურთი­ერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესა­ბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტებით.".

5. დადგენილებით დამტკიცებულ 2008-2013 წლებისათვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯან­მრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ა) დამზღვევი - საქართველოს საჯარო სკოლის მას­წავლე­ბელი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 4 დეკემბრის N1224 ბრძანებით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებისა და იმ საჯა­რო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმა­ნათ­ლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარმოდგე­ნილი დოკუმენტით;
,,გ) დამზღვევები, რომლებიც უკვე დაზღვეული არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სა­მედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამით, არ სარ­გებლობენ მას­წავ­ლებელთა სამედიცინო დაზღვევის პროგრა­მით.".

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე