საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №265

,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის #240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კა¬ნონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის #240 დადგენილებით (სსმ, 2006 წელი, #172, III ნაწილი, მუხლი 2315) დამტკიცებულ ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრ¬თხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვე¬ბის გაცემის წესის შესახებ~ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემ¬დეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის `გ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-და¬ქ¬ციით:
`გ) ნებართვა - ამ მუხლის ,,ი~ და ,,კ~ ქვეპუნქტებით გათ-ვა¬ლის¬წინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახ-ვის ინსტრუქციით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;~.
2. მე-2 მუხლის `ზ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ზ) პირი - საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსა-ზღვ¬რული საქართველოს საწარმო, მუდმივი დაწესებულება ან ინ¬დივიდუალური მეწარმე;~.
3. მე-2 მუხლის ,,ი~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქ¬ციით:
`ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა - როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში მხოლოდ ნებართვის მფლო-ბელის ან მხოლოდ ერთი პირის:
ი.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწ-ყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში;
ი.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც გან-საზღვრულია, ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
ი.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დრო¬ებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ;~.
4. მე-2 მუხლის ,,კ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქციით:
`კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა - როდესაც ხორ¬ცი-ელდება საბაჟო საწყობში ნებისმიერი პირის:
კ.ა) საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საბაჟო საწ-ყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში;
კ.ბ) საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც გან-საზღვრულია ან არ არის განსაზღვრული საბაჟო დამუშა¬ვე¬ბის ოპერაცია;
კ.გ) იმ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების დრო¬ებით გაჩერება, რომელიც იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ;~.
5. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის `ლ~ და `მ~ ქვეპუნქტები.
6. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4.
1. ნებართვა გაიცემა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,ი~ ან ,,კ~ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის.
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შეადგენს 3 წელს.
3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის, მათ შორის:
ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას, ან ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარ-მოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას;
ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას.
4. ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორია ან შენობა-ნაგებობის ფართობი ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა ან ნებართვის აღებისას მოითხოვოს საწყობში მხო-ლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატ-რანს¬პორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმება ამ პუნქტით დადგენილი წე-სით.
ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს შემო-სავ¬ლების სამსახურს:
ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება და სიტუაციური გეგმა (ნახაზი), სადაც აისახება ნე¬ბარ¬თვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგ-მილი საწყობის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი მონაცე-მები (მაგ. ახალი შესასვლელის ან გამოსასვლელის დამატების შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, სათავსის სა¬ი¬დენტიფიკაციო ნომერი, ,,საბაჟო კონტროლის ზონის~ აღნიშვ¬ნის მდებარეობა, საჭიროების შემთხვევაში შემომსაზღვრელი ღო¬ბის მდებარეობა და ა.შ.);
ბ) ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგე-ნისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თან¬ხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაო-ბაზე~ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემ-ბრის #1767 ბრძანებით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებუ-ლების შესრულების გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხა-დებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგა¬რიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდე¬ნობა აღემატება ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსა¬ხურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარან¬ტიის ოდენობას. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში წარ¬სადგენი დამატებითი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა შეადგენს ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენ¬ტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დად¬გენილი წესით გაანგარიშებულ საბაჟო ვალდებულების შეს¬რუ¬ლების გარანტიასა და ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიას შორის სხვაობას. თუ ნებართვაში ცვლილების შე¬ტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დო¬კუმ¬ენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძა¬ნებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებუ¬ლების შესრულების გარანტიის ოდენობა ნაკლებია ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალ-დებულების შესრულების გარანტიის ოდენობაზე, ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო სამუშაო დღეს ნებართვის აღებისას შემო-სავლების სამსახურში წარდგენილი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის თანხის შესაბამისი ნაწილი ექვემდე-ბარება შემცირებას;
გ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას ნე¬ბა-რ¬¬თვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების სა¬კუთ-რების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნე¬ბართვის მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში მფლო-ბელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეეს¬ტრი-დან;
დ) ნებართვის აღებისას მხოლოდ განსაზღვრული საქონ-ლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გა¬და¬ზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუ¬ქმების შემთხვევაში ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვა-ლის¬¬წინებული შესაბამისი სანებართვო პირობის დაკმაყო¬ფილე-ბის დამადასტურებელი ინფორმაცია;
ე) იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება ნებართვის მფლო-ბელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება, რო-მე¬ლიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრულ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლო-ბელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარად-გინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, სადაც `პრინციპალის~ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის სა-წარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლი¬¬ლების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარ-დ¬გენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნე-ბართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა.
5. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგის-ტრა¬ციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადებისა და თანდართული მა-სა¬ლებით მიწოდებული ინფორმაციის ტექნიკურ და უსაფრ¬თხო-ების მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წე-რი¬ლობით აცნობებს განმცხადებელს ამ განცხადების განხილ-ვის ვადის ამოწურვიდან 2 დღეში.
6. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგის-ტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესა¬ხებ. გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აც¬ნო¬ბებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და განმცხადე-ბელს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვე-ტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხე-დავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვაში მითითებული საწყობის ტერი-ტორიის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.
8. ნებართვის მოქმედების ვადაში ამ მუხლის მე-4_მე-6 პუნ-ქ¬ტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ნებართვით გან-საზღვრული ტერიტორიის ან შენობა-ნაგებობის ფართობის შე-ცვ¬ლის ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახალი შე¬ნობა-ნაგებობის აგების ან/და არსებული შენობა-ნაგებობის და¬ნგრევის ან ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანს-პორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების მიუხედავად საწყობში სხვა სახის სა-ქონლის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწი-ნებულ პასუხისმგებლობას.~.
7. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`2. განცხადებას უნდა ერთვოდეს საქართველოს საწარმოს ან ინდივიდუალური მეწარმის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრი-დან, ხოლო მუდმივი დაწესებულების შემთხვევაში _ ცნობა რეგისტრაციის შესახებ.~.
8. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ¬დეგი რედაქციით:
`ბ) სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მო¬ედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენო-ბა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასა-შე¬ნებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტ-რის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდე-ბულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხო¬ლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნა-გებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლე¬ბიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 2 მეტ¬რი სიმაღლის. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრე-ბული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხე-დის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაკეთდეს წარწერა ,,საბაჟო კონტრო-ლის ზონა~ _ ,,ჩუსტომს ცონტროლ ზონე~, ამასთან ფირნიში დამზადე-ბული უნდა იყოს ,,მანათობელი~ საღებავის გამოყენებით. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობე-ლის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში არანაკლებ 1 მეტრისა) და აგებული კაპიტალურად დამონტაჟე-ბული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ასევე სავალ-დებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;~.
9. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის `დ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`დ) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწე-რი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯა-რა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუ-მენ¬ტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურე-ბელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;~.
10. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის `ზ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ვალდებულება საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ შემოსავ¬ლების სამსახურის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის ელექტრონულად დაუყოვნებლივ წარდგენის უზრუნველყოფის თაობაზე. ამ მიზნით ნებართვის მფლობელმა ან ნებართვის მა¬ძიე¬ბელმა უნდა უზრუნველყოს მათი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკით შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ სერვერთან არანაკლებ 512 კბ/წამში სიჩქარით კავშირი, ხოლო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და ნე¬ბართვის მაძიებელმა უზრუნველყონ არანაკლებ 128 კბ/წამში სიჩქარით კავშირი.~.
11. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის `ლ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ¬დეგი რედაქციით:
`ლ) ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირ¬თა შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, რეგისტრაციის მი¬სამართი; იურიდიული პირი - სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თა¬ნამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ად-გი¬ლის მისამართი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონა-ცე¬მები (სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი, საქართვე-ლოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრე-თ¬ვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ და-დას¬ტურდება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სა¬ტრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდ-ზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწ-ყობში წარდგენა, აგრეთვე საწყობის ბეჭდის ნიმუში, ფიზი¬კურ პირთა ცვლიანობის გრაფიკი;~.
12. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის `ნ~ და `ო~ ქვეპუნქტები ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ნ) ცნობა სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკა-ლურ¬ნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუშის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების შესახებ (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) საწყობში განთავსებული სა¬თავსებისათვის გამშვებ-ჩამკეტი ხელსაწყოები ტექნიკური მახა¬სიათებლებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება დალუქვას);
ო) წერილობით დადასტურებული ვალდებულება ღია საბა-ჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობე-ლისათვის) საწყობის სამუშაო დროდ კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვ¬ლით) ყოველი დღის 00:00 _ 24:00 საათის განსაზღვრის შესახებ.~.
13. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
`7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიე-ბელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სას¬წორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალ¬დებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) ვალდებულებას იკისრებს, რომ ნებართვის მოქმედების ვა¬დის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საავიაციო გადა-ზიდ¬ვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ საქონელს. აღნიშ-ნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალ¬დებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტო¬ნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანს-პორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
დ) იკისრებს ვალდებულებას, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საფოსტო გზავნი-ლებს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 0,5 ტონა საქონლის აწონვა;
ე) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო ან მძიმე დისტილატებს.~.
14. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
`8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმია¬ნობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის). აღნიშ¬ნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტო¬ნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. 5- ტო¬ნიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალ-დებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანს-პორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს.~.
15. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-და¬ქ¬ციით:
`10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში არის სანებართვო პირობების დარღვევა და იწვევს სა¬ნე¬ბართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუ¬ხის¬მგებ-ლობას.~.
16. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის `პ~ ქვეპუნქტი ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, საშვის რეჟიმის, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქცი¬ონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის ,,ბ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონ¬ტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლი¬რებული ფართობისა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ნავ¬თობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შენახვი¬სათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობზე);~.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შე-სა¬ხებ~ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმე-დე¬ბისთანავე.


პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური