საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 28 ივნისის სხდომა

2006 წლის 28 ივნისის სხდომა 2006 წლის 28 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 51 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ აცნობა, რომ ამჟამად ჩვენი ამოცანაა სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებზე მუშაობა. პირველ რიგში, უნდა განახლდეს საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, რომლის საქმიანობა ინტენსიური უნდა გახდეს. მასში უნდა შეყვანილ იქნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელები, რომელთაც, საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მიეცეთ კონკრეტული დავალებები, რათა დროულად გადაწყდეს სოფლის მეურნეობაში დღეს არსებული აქტუალური პრობლემები. ამ სფეროში მუშაობა საქართველოს მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება იქნება უახლოესი თვეების განმავლობაში.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი