საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 11 აგვისტოს სხდომა

2006 წლის 11 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 32 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრთა ყურადღება გაამახვილა კოდორის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებზე, რომელიც სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რადგან ოქტომბრიდან ხეობაში პრაქტიკულად ზამთარი დგება. მან აღნიშნა, რომ პირადად გააკონტროლებს ამ სამუშაოთა მიმდინარეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძლიერი სიცხის გამო ამჟამად ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო დავალება მისცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს მიხეილ სვიმონიშვილს, რომ მან ადგილებზე შეისწავლოს ქვეყანაში, განსაკუთრებით კახეთსა და ქართლში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი ვითარება და წარმოადგინოს წინადადებები მოსავლის დანაკარგების თავიდან აცილების ღონისძიებათა შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი