2006 წლის 15 ნოემბრის სხდომა

2006 წლის 15 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 26 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს პეტრე ცისკარიშვილს, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში აკაკი ბობოხიძეს და მათ წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობებზე საქმიანობაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 14 ნოემბერს დაიწყო ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის ახალი, სამეზობლო პროგრამის მოქმედებათა გეგმის განხორციელების ეტაპი. ამ საკითხთან დაკავშირებით მან დაამატა, რომ ამ დღეებში მოლაპარაკება ჰქონდა ევროკავშირის ვაჭრობის კომისართან და მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკება თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. გარდა ამისა, დაიწყება მოლაპარაკება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ორივე ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის და საქართველო მადლობას იხდის ევროკავშირის ამ პოზიცის გამო.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი