საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 14 თებერვლის სხდომა

2007 წლის 14 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 38 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ დასახელდა ნატოს შემდგომი გაფართოების თარიღი, 2009 წელი. ამჟამად ჩვენი ამოცანაა ინტენსიურად ვიმუშაოთ იმ გეგმების განხორციელებაზე, რომლებიც გვაქვს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ინტენსიური დიალოგის პროგრამის ფარგლებში და ძალიან მალე წევრობის პროგრამის მოქმედებათა ფარგლებში, თქვა მან და დაავალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს, სხვა სამინისტროებს, უწყებებს, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ ამ მიმართულებით საქმიანობას.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი