საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 7 აპრილის სხდომა

2007 წლის 7 აპრილს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 20 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ მიულოცა ხარების დღესასწაული და დამდეგი აღდგომა, ილაპარაკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის შესახებ და განმარტა, რომ მომავალ კვირას გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს აფხაზეთში შექმნილ ვითარებას: "მივიღებ მონაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომაში, ინტენსიურად განვიხილავთ აფხაზეთში შექმნილ ვითარებას, პირველ რიგში, გალში არსებულ მდგომარეობას. დღეს აგრეთვე განვიხილავთ 2007 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს და მომავალი 4 წლის ბიუჯეტს. ამრიგად, გადავდივართ ბიუჯეტის გრძელვადიან დაგეგმვაზე" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი