საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 16 მაისის სხდომა

2007 წლის 16 მაისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 35 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც განიხილავს მთავრობა, არის საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". კანონპროექტის განხილვის პროცესი მთავრობის 18 მაისის სხდომაზე დასრულდება. მან დაავალა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს დღევანდელი განხილვის შედეგების მიხედვით აცნობოს საზოგადოებას ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების ძირითადი პარამეტრები, ხოლო 18 მაისს განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ბეჭდვითი და ელექტრონული პრესის წარმომადგენლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პარამეტრების მიხედვით, რომლებიც უკვე დიდი ხანია, რაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, გრძელდება დამატებითი საფინანსო რესურსების გამოყენება დასახული პროგრამების განსახორციელებლად.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი