საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 6 ივნისის სხდომა

2007 წლის 6 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 34 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ აცნობა, რომ მაისში ინფლაციამ შეადგინა 5%, ხუთ თვეში - 4,4%, ხოლო 12 თვეში - 7,3%. ყველა მაკროეკონომიკური ამოცანა, რომელიც დასახული გვქონდა, სრულდება, ხოლო 7,3% ის მაჩვენებელია, რომელზეც ორიენტირი გვქონდა აღებული. ეს მოხერხდა მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობის შედეგად, თქვა მან და კმაყოფილება გამოხატა ქვეყანაში ამ მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკით.

მან აღნიშნა, რომ წელს რეგისტრირებულია 23300 საწარმო, რაც 25%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფუძნებულ საწარმოთა რაოდენობაზე. ეს არის ახალი, ძირითადად მცირე საწარმოები, რომლებიც საშუალოდ 3-4 სამუშაო ადგილს ქმნიან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარები­სათვის. მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში კერძო სექტორში სახელფასო ფონდმა 55%-ით გადააჭარბა გასული წლის იმავე პერიოდში კერძო სექტორში გაცე­მულ სახელფასო ფონდს, და როგორც ვვარაუდობდით, წელს საქართველოში შეიქ­მნება დაახლოებით 85-90 ათასი სამუშაო ადგილი, რაც არსებული სამუშაო ად­გილების 15%-ია. ასევე, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 4 თვეში წინა ოთხ თვესთან შედარებით 37%-ით მეტია, დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი