საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 5 დეკემბრის სხდომა

2007 წლის 5 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 35 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლა­დიმერ გურგენიძე ვიზიტად იმყოფება ქალაქ ბრიუსელში, სადაც მართავს შეხვედრებს ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნე­ლოვანეს საკითხებზე. ამჟამად, თქვა მან, დაგროვდა რიგი საკითხები, რომლებიც გადაუდებელ განხილვას და გადაწყვეტას საჭიროებენ, რასაც ეძღვნება მთავრობის დღევანდელი სხდომა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ წუხილი გა­მოხატა 5 დეკემბერს აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონის მეგი ფრუიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადა განსვენებულის ოჯახს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი