საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 12 აპრილის სხდომა

2008 წლის 12 აპრილს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 30 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ და­მ­სწრეთ მიულოცა ქალაქ კრასნოიასკში რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან გამარ­ჯვებით რაგ­ბში საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ევროპის ერთა თასის მოპოვება და დაავალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამონახონ საშუალება, რათა ამ მიღწევი­სათვის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდი დაჯილდოვდეს 100 ათასი ლარით.

შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია 9-10 აპ­რილს ბაჰრეინში თავისი ვიზიტის შესახებ. მან თქვა, რომ გაიმართა შეხვედრები საინ­ტერესო ინვესტორებთან, რომელთაც ახლო მომავალში ვიხილავთ საქართველო­ში და კმაყოფილება გამოხატა ქვეყანაში ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბების გადა­წყვეტილებით. ბაჰრეინმა ეს დაახლოებით 20-25 წლის წინ გააკეთა და მას შემდეგ წარ­მატებით მისდევს ამ ლიბერალურ მოდელს. ბაჰრეინში სულ 500 ათასი მოქა­ლაქეა, მაგრამ მისი მთლიანი შიდა პროდუქტი ორჯერ მეტია საქართველოს ანა­ლოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ეკონომიკის მეოთხედზე მეტი საფინანსო სექტორზე მოდის. აი, ასეთი შედეგები შეიძლება მოიტანოს ლიბერალიზაციამ და გა­მიზნულმა მუშაობამ ფინანსური ცენტრის ჩამოყალი­ბებისათვის, დასძინა დასას­რულ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი