საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2008 წლის 19 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 50 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ -მინისტრმა კოდაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. "დღეს დილით ვიყავი კოდაში, სადაც დასრულდა 450 დაზარალებული ოჯახის განსახლების პროცესი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 18 თვიანი გეგმის პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა დაზარალებული ოჯახებისათვის სახლების მშენებლობას წარმატებით სრულდება. უახლოეს მომავალში დასრულდება 5000- ზე მეტი სახლის მშენებლობა. ამჟამად ჩვენი მთავარი ამოცანაა ახალ გარემოსთან ადაპტაციის და ამ დასახლებებში დაზარალებულებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის ხელშეწყობა. ერთერთი კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად დამისვეს იყო, თუ რამდენად შეუფერხებლად წარიმართება დაზარალებული ოჯახების ბავშვებისათვის განათლების პროცესი. რამდენად გამართულად იმუშავებენ სკოლები. მინდა დაგავალოთ, რომ უახლოეს დღეებში მოვაწყოთ შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებთან ერთად რათა მოხდეს მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია. "-განაცხადა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოეობისათვის ინფორმაციის მიწოდება სთხოვა განათლების და მეცნიერების მინისიტრს გია ნოდიას, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს და სახელმწიფო მინისტრს რეგიონალურ საკითხებში დავით ტყეშელაშვილს.

გია ნოდია:
ჩასახლების ადგილებთან ახლოს საქართველოში არის 32 სკოლა. ამ სკოლებმა დაახლეობით 3500 მოსწავლე უნდა მიიღონ. არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები. ზოგიერთ სკოლას აკლია მერხები. მერხები უკვე შეკვეთილია და ერთ კვირაში დაიწყება ამ მერხების სკოლებში შეტანა. 2 კვირაში ეს პროცესი მთლიანად დამთავრება. მცირე რემონტებისთვის სკოლებს გადაერიცხებათ თანხები. არის პრობელემა, რომ დასახლებები 1 - 2 კმ იყოს დაშორებული სკოლებიდან. არსებობს შეთანხმება ადგილობრივ თვითმართველობასთან, რომელიც იზრუნებს ამ ბავშვების ტრასპორტირებაზე. პერსპექტივაში შესაძლოა აუცილებელი აღმოჩნდეს რამდენიმე სკოლის აშენება. ამ ეტაპზე კი 3500 ბავშვი სრულად იქნება უზრუნველყოფილი სწავლის პირობებით. დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა 32 სკოლის დირექტორთან, თითოეული მათგანი ამ პროცესისთვის მზადაა და თუ რაიმე მცირე პრობლემა იჩენს თავს ეს გადაწყდება სამინისტროში, რესურს ცენტრების მიერ.

დავით ტყეშელაშვილი:
ჩვენ ბუნებრივია შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევდივართ ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში. კოდაში დღეს დასრულდა,ხოლო დღეს დაიწყო შესახლების პროცესი გარდაბანში. 121 ოჯახი დაიდებს იქ ბინას უახლოესი 2 დღის განმავლობაში. ანალოგიური პროცესი დაწყებულია კასპის რაიონში, სოფელ მეტეხში 35 ოჯახი განსახლდება. შედგენილია შესაბამისი გრაფიკი და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 10-15 დეკემბრისთვის ძირითადი პროცესი დასრულებული იქნება. აქ ამავე დროს საუბარია ამ სახლების ეკიპირებაზე. ყველა უწყებაა ჩართული, იმაში რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ორგანიზებულად განხორცილებული. ამ ეტაპზე განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება ადგილობრივ ხელისუფლებას. იმისთვის, რომ იმუშაოს განათლების სამინისტროს რესურსცენტრებთან, იყოს უკეთესი ორგანიზება ბავშვების სკოლებში მიყვანსთან დაკავშირებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარალელურად დაიწყება ერთ სულზე 200 ლარიანი დახმარების გაცემა ჩასახლებიდან რამდენიმე დღეში. თითოეული ჩვენგანის ამოცანაა ,რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩასახლებული მოსახლეობის ადაპტაციის პროცესმა უმტკივნეულად ჩაიაროს.

კობა სუბელიანი:
როგორც უკვე ითქვა მიმდინარეობს ობიექტების ინვენტარიზაცია, 200 ლარიანი და სხვა დახმარებების დარიგება.ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ განათლების სამინისტრომ დააფინანსა დაზარალებული მოსახლეობის მაგისტრანტები და ასპირანტები. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი მეშვეობით, იმ ადამიანებს რომლებიც გამოგვეხმაურნენ ამ ბოლო დროის მანძილზე და აქტიურად იღებენ მონაწილეობას განსახლების პროცესში. ვგულისხმობ ბიზნესმენებს, საზოგადო მოღვაწეებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც პატრონობდნენ და ეხმარებოდნენ დაზარალებულებს თბილისში და კომპაქტურად დასახლებულ ცენტრებში. ისინი იგივეს განაგრძობენ შესახლებულ ადგილებში. ეს ძალიან მისასალმებელი იდეა და ინიციატივაა. დახმარება შესახლებით არ მთავრდება. ეს ყველაფერი მუდმივმოქმედ რეჟიმში იქნება მათი და ჩვენი მხრიდან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი