საქართველოს მთავრობა – ანონსები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს აკრედიტაციას 16 დეკემბერს დაგეგმილი პრეზიდენტის ინაუგურაციის გაშუქების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

მოგესალმებით,


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს აკრედიტაციას 16 დეკემბერს დაგეგმილი პრეზიდენტის ინაუგურაციის გაშუქების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის.

დაინტერესებულ მედიასაშუალებებს მივმართავთ თხოვნით, 2018 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათამდე მოგვაწოდონ სარედაქციო განაცხადი ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ოპერატორებისა და ტექნიკური პერსონალის პირადი მონაცემებით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ელექტრონულ მისამართზე - pressoffice@gov.ge.

მედიის არააკრედიტებული წარმომადგენლები ინაუგურაციის გასაშუქებლად არ დაიშვებიან.

გთხოვთ, მითითებულ ვადაში მოგვაწოდოთ შესაბამისი მონაცემები, რათა აკრედიტაციების გაცემის პროცესში შესაძლო შეფერხებები არ შეიქმნას.