საქართველოს მთავრობა – ანონსები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა. 
ოფიციალურ ვიზიტს საქართველოს მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინსა და ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე - ქნესეთის ოპოზიციის ლიდერთან ისააკ ჰერცოგთან.
პრემიერი აგრეთვე შეხვედრებს გამართავს პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-თან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, ასევე - ეწვევა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.