საქართველოს მთავრობა – ანონსები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ესტონელ კოლეგა იური რატასთან. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ესტონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს შეხვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ესტონეთის პრემიერი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი იმყოფებიან.