საქართველოს მთავრობა – ანონსები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-07

საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები- იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოსთან, იტალიის სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოსთან, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდასთან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმში და წაიკითხავს საჯარო ლექციას საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.