საქართველოს მთავრობა – ანონსები

ხვალ, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-16

საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები იქნება მთავარი თემები ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ჟან ვან ბილსენი, ასევე, აზიის განვითარების ბანკისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.

ინვესტორთა საბჭოს მეორე სხდომის დღის წესრიგში ხუთი საკითხია განსახილველი. საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში 12:00 საათზე დაიწყება.