საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერ–მინისტრი ლილოს დასახლებაში ახალ საწარმოს გახსნის ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ლილოს დასახლებაში ახალ საწარმოს გახსნის. საწარმო „ინნოვასი" „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში აშენდა.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 4 მილიონ აშშ დოლარამდეა. ეს იქნება რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით დაამზადებს აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს.

პირველ ეტაპზე უშუალოდ ფარმაცევტულ საწარმოში 50 ადამიანამდე დასაქმდება. ეტაპობრივად ეს ციფრი გაორმაგდება, სეზონურად კიშემდეგი წლიდან 500-600 ადამიანის დასაქმეა იგეგმება.

საწარმო დაპროექტებულია გერმანელი და ქართველი ინჟინრების მიერ. კონსულტანტები არიან ევროპის წამყვანი სპეციალისტები ფარმაკოგნოზიაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური