საქართველოს მთავრობა – ანონსები

3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმს ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმს ეწვევა. 11:00 საათზე მთავრობის მეთაური ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომს გახსნის. თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი - ახალი ნავმისადგომი, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

12:30 საათზე პრემიერ-მინისტრი კომპლექს „ალიანს პალასის" მშენებლობას საძირკველს ჩაუყრის. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 38 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის, „ალიანს პალასის" მშენებლობა იწყება, რომლის ჯამური ინვესტიცია 45 მილიონი დოლარია.