საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერ-მინისტრი „თბილისი 2015-ის“ დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო დახურვაში მიიღებს მონაწილეობას.

ცერემონია ოლიმპიურ სოფელში 21:00 საათზე დაიწყება. შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ასევე, მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგებიან ფესტივალში მონაწილე ქვეყნების გუნდები. ცერემონიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იანეზ კოციანჩიჩი მიმართავენ.

საზეიმო დახურვის ღონისძიება საერთაშორისო ოლიმპიური ჰიმნით, დროშების გაცვლითა და ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობით დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური