საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში

2005 წლის 28-30 ნოემბერს საქართველოს სამთავრობო დე­ლე­გა­ცია პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ხე­ლ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლ­ო­ბ­ით სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.

ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი ერთდროულად რამდენიმე მი­მა­რ­თუ­ლე­ბ­ით წარიმართა. პრემიერ-მინისტრი ეწვია ნატოს შტა­ბ­ბი­ნ­ას, სადაც გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოს ჩრ­დი­ლო­ა­ტ­ლა­ნ­ტი­კ­ურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ. აქვე პრემიერ-მი­ნი­ს­ტ­რი შეხვდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის გენერალურ მდივანს იააფ დე ჰოფ სხე­ფ­ერს, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა "ინდივიდუალური პარტნიორობის” პრო­გ­რა­მ­ის შესრულებაში მიღწეული პროგრესის გამო და განაცხადა, რომ "ნატოს კარი ღიაა სა­ქა­რ­თ­ვე­ლო­ს­თ­ვ­ის და ამ კარამდე მისვლა რეფორმათა შემდგომ წარმატებაზე იქნება და­მო­კი­დე­ბუ­ლი.”

ნატოს შტაბბინაში გაიმართა შეხვედრა ფორმულით 26+1 ანუ ნატოს წევრი 26 სა­ხ­ე­ლ­მ­წიფო და საქართველო. შეხვედრაზე ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისაკენ.

ნატოში ვიზიტისას გამოითქვა დასაბუთებული პროგნოზი, რომ საქართველო უა­ხ­ლო­ე­სი 2 წლის განმავლობაში წარმატებით დაასრულებს "ინდივიდუალური პა­რ­ტ­ნი­ო­რო­ბ­ის პროგრამას” და 2008 ან 2009 წლის სამიტზე მიიღებს ოფიციალურ მოწვევას ნატოსთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის თაობაზე – ალიანსში სრულუფლებიანი წევრობის შე­სა­ხ­ებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროკავშირის ახლო საზღვარგარეთის პო­ლიტიკის კოორდინატორს ბენიტო-ფერერო ვალდნერს, ევროპარლამენტის თავმჯდო­მ­ა­რ­ეს ჟოზეფ ფონტელესს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლი­ტი­კ­ის საკითხებში ხავიერ სოლანას და ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზოს. შე­ხვედრებმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოში მიღწეულ პრო­გ­რ­ესს, როგორც ეკონომიკურ ასევე სოციალურ სფეროებში. უახლოეს მომავალში მო­სა­ლო­დ­ნე­ლ­ია ყოველმხრივი დახმარების ზრდა, რასაც არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარე­ბ­ის სახე ექნება არამედ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისა. ეს პარტნიორობა კი იმ დე­ბულებიდან გამომდინარეობს, რომელიც ზურაბ ნოღიდელმა რამდენჯერმე გაიმეორა სხ­ვა­და­ს­ხ­ვა შეხვედრებზე: "საქართველოს დემოკრატიული რეფორმების წარმატება და ჩვ­ე­ნი ქვეყნის უსაფრთხოება – ევროპული უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია”.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიის სამეფოს ეწვია. ზუ­რ­აბ ნოღაიდელი შეხვდა ბელგიის პრემიერ-მინისტრ გიი ვერჰოვსტდატს. შეხვედრაზე ის­ა­უ­ბ­რეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის ურთიერთობათა შემდგომი გა­ღ­რ­მა­ვე­ბ­ის საკითხებზე.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი