2005 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ევროპაში გაემგზავრა.
27 ოქტომბერს ვენაში ზურაბ ნოღაიდელი სიტყვით გამოვიდა ეუთოს საბჭოს სხდომაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებზე, აგრეთვე რუსეთის პოლიტიკაზე ამ რეგიონებში. გეგმა მოიწონა ეუთოს წევრმა ყველა სახელმწიფომ. სამშვიდობო ფორმატის გაფართოებასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვა მხოლოდ რუსეთმა.
ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს მაქს პერინ დე რიშამბოს.
28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ავსტრიის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. მათ ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი