საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვი­ზ­იტი თურქეთში

2005 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რე­ს­პუ­ბ­ლი­კა­ში გაემგზავრა.

5 ოქტომბერს ანკარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პი­რ­ისპირ შეხვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ თაიფ ერ­დო­ღ­ანს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრე­ს­კო­ნ­ფე­რე­ნ­ცია გამართეს. ამავე დღეს სასტუმრო "Sheraton”-ში ხელი მო­ე­წე­რა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და თურქეთის რესპუბლიკის სახლმწიფო ნავთობკომპანიებს შორის.

6 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აჰმედ ნეჯდეთ სეზერს. ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოს დე­ლე­გა­ცი­ის შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან – საგარეო საქმეთა მი­ნი­ს­ტ­რ­თ­ან ბატონ აბდულ გიულთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონ ბიულენთ არინჩთან.

სტამბულში გაიმართა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შეხვედრა ქართულ დი­ასპორასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ქოჩის უნი­ვე­რ­სი­ტე­ტ­ში.

7 ოქტომბერს სასტუმრო "Ceylan International”-ში გაიხნა საქართველო-თურქეთის ბი­ზ­ნე­ს­ფო­რუ­მი. შედგა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ქალაქ ერზრუმში საქართველოს დე­ლე­გა­ცი­ამ კულტურული ძეგლები დაათვალიერა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი