საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი მონაკოში

2007 წლის 28 ივნისს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტი მონაკოში.

28 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ,,ქრანს მონტანას მსოფლიო სამიტის" ყოველწლიურ მე-18 ფორუმში. თავის გამოსვლაში ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ეკონომიკურ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. მოგვიანებით, მონაკოს მონარქმა, პრინცმა ალბერტ მეორემ ფორუმის მონაწილეებისთვის ოფიციალური მიღება გამართა. ამავე დღეს ზურაბ ნოღაიდელი დაესწრო ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის - ,,მშვიდობა და სპორტი" დაფუძნებას, ორგანიზაცია ,,ქრანს მონტანას მსოფლიო სამიტის" ფარგლებში დაარსდა.

29 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ფორუმზე - ,,როგორ ვმართოთ ევროკავშირი", ხოლო 30 ივნისს მისი სახელით გაიმართა ბიზნესლანჩი, რომელიც, ფაქტობრივად, მოწვეული სტუმრებისათვის საქართველოს პრეზენტაცია იყო.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი