საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში

2007 წლის 28 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ვიზიტებით ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

29 ოქტომბერს ვენაში ჟურნალ The Economist-ის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა ,,ბიზნესის წარმოება და ინვესტირება საქართველოში", რომლის მიზანი უცხოელი ინვესტორების საქართველოს ბიზნესგარემოთი დაინტერესება იყო. კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საქართველოს ეკონომიკაში განხორციელე-ბული რეფორმებისა და ქვეყანაში შექმნილი პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ. მისი თქმით, ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვიწყებთ საქართველოში საინ-ვესტიციო კაპიტალის მოზიდვის შემდეგ ეტაპს. თუ სულ 2 წლის წინ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 7% იყო, შარშან - 15%, წელს კი 25% იქნება და ეს დინამიკა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ".

საქართველოში არსებულ დადებით ტენდენციებს ფორუმის მონაწილეებიც აღნიშნა-ვდნენ. კერძოდ, ითქვა, რომ ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, საქართველო მსოფლიო ბიზნესრუკაზე უკვე მკვეთრად ჩანს და ამ კონფერენციაზე ქვეყანას კიდევ ერთი შანსი ეძლევა წარსდგეს უცხოელი ინვესტორების წინაშე. კომპანია ,,ენერგო პროს" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ორი წლის წინათ თავად იყო იმ კონფერენციის მსმენელთა შორის, რომელიც მიეძღვნა საქართველოში არსებულ კომფორტულ ბიზნესგარემოს. ახლა კი მას თავად სურს დაასაბუთოს, რომ საქართველოს ბიზნესში საინვესტიციო კაპიტალი აუცილებლად უნდა დააბანდონ.

ამავე მრგვალი მაგიდის ფარგლებში ავსტრიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს საქართველოს მხარემ წარუდგინა ახალი ბიზნესპროექტები, კეროდ, ,,საქართველოს რკინიგზა", ,,ფოთის პორტი", ასევე პროექტები, რომლებიც ეხება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებს.

30 ოქტომბერს გაიმართა ეუთოს მუდმივი საბჭოს სპეციალური სხდომა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მეთაურობით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ეუთოში აკრედიტებული დელეგაციების წინაშე. მან ფართო კონტექსტში ილაპარაკა საქართველოში არსებული მდგომარეობის და, კერძოდ, კონფლიქტების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე, წარმოადგინა საქართველოს მხარის ხედვა ამ პროცესის შემდგომი განვითარების თაობაზე, ილაპარაკა აგრეთვე იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი, საქართველო). ამ თვალსაზრისით მან საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, საუბარი შეეხო დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის შედეგად ცხინვალის რეგიონში მიღწეულ პროგრესს, რეგიონის სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის საქმიანობასა და მისი მუშაობის პირველ შედეგებს. ამ კუთხით, თქვა პრემიერ-მინისტრმა, ,,საკმაოდ სერიოზული დინამიკა გვაქვს დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიული მთავრობის სახით, ძალიან აქტიურად ვითარდება პროცესები. ავსტრიაში ჩვენ წამოსვლამდე გაიმართა ამ კომისიის სხდომა ცხინვალის რეგიონში, სადაც ვიმსჯელეთ განსაკუთრებით ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებზე".

ყურადღება გამახვილდა ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს მიერ ამ საერთაშორისო პროგრამაში შეტანილ წვლილზე.

წითელუბანზე სარაკეტო თავდასხმის კონტექსტში ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა ეუთოს ფარგლებში შესაბამისი პრევენციული და სწრაფი რეაგირების მექანიზმების ამუშა-ვების საკითხზე. მან განაცხადა, რომ ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო წითელუბნის დაბომბვის ფაქტის ეუთოში განხილვა და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ". მან ასევე განაცხადა, რომ ,,საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, სოფელ დიდ გუფთაში, რომელმაც უნდა შეაჩეროს რეგიონის გავლით დანარჩენ საქართველოში კონტრაბანდა, იარაღის, ნარკოტიკების ან გამდიდრებული ურანის შემოდინება, ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომა-დგენელმა აქტიურად დაუჭირა მხარი. ეს მაძლევს იმედს, ვიფიქრო, რომ შსკ-ს მომდევნო შეხვედრისათვის ამ საკითხზე შეიძლება ბევრად უფრო კონსტრუქციული საუბარი შეიძლება გვქონდეს".

ვენაში ყოფნისას იგი აგრეთვე შეხვდა კარლოს დე ბოადოს (Carlos De Boado), ეუთოს ესპანელ თავმჯდომარეს და ეუთოს გენერალურ მდივანს მარკ პერინ დე ბრიშამბოს (Mark Perrin de Brichambaut).

31 ოქტომბერს ლონდონში Financial Times-ის ორგანიზებით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი ,,დააბანდე საქართველოში", რომელსაც უცხოეთის წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მიღწეულ წარმატებებზე და ქვეყანაში შექმნილ პოზიტიურ საინვესტიციო გარემოზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებებით საქართველოს მთავრობა უცხოური ინვესტიციების გაზრდას ვარაუდობს. ,,ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული ყველა იმ პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რომლებიც აქ იყო წარდგენილი. ჩვენ წელს ველოდებით დაახლოებით 2,2-2,5 მილიარდი უცხოური საინვესტიციო კაპიტალის დაბანდებას საქართველოს ეკონომიკაში," - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

ამავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს ჯეინ ლემიერს (Jean Lemierre). ბატონი ლემიერის შეფასებით, ,,საქართველოში მასშტაბური რეფორმები ძალიან სწრაფად განხორციელდა, ბოლო სამ წელიწადში ინვესტიციები გაორმაგდა. ახლა მთავარია, რომ რეფორმების მონაწილე ხალხიც გახდეს".

ეკონომიკური ფორუმის პარალელურად ლონდონში მოეწყო გამოფენა ,,საქართ-ველოს გემო", სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში წარმოებული პროდუქცია.

ვიზიტების დასასრულ, 5 ნოემბერს, ნიუ-იორკში Dow Jones ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია ,,ბიზნესის წარმოება და ინვესტირება საქართველოში". კონფერენციაზე იმსჯელეს ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მიღწეულ წარმატებებზე და საქართვე-ლოში ინვესტირების შესაძლებლობებზე.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი