საქართველოს პრემიერ-მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა

10 ნოემბერს საქარველოს პრემიერ-მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა. გრიგოლ მგალობლიშვილმა სოფელ მისაქციელსა და მუხრანში განახლებული საჯარო სკოლები გახსნა. ქ. მცხეთის #2 საჯარო სკოლაში შეხვდა რაიონის პედაგოგებს. პრემიერ-მინსიტრმა უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინა განათლების სისტემში არსებული პრობელემები.

”ამ შეხვედრის მიზანი იყო მომესემინა მასწავლებლებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ბიუჯეტზე, მე არ მინდოდა მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით მიმეღო გადაწყვეტილება. მინდოდა მესაუბრა მასწავლებლებთან და მათგან გამეგო რა არის მათთვის პრიორიტეტული. ჩვენთვის ყველაზე მთავრია მასწავლებელი და განათლების სისტემა. სახელმწიფო ეფუძნება განათლების სისტემას და მასწავლებელს. ამიტომ რამდენადაც ძლიერი იქნება ეს სისტემა იმდენად ძლიერი იქნება სახელმწიფო.” - განმარტა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

სკოლების რეაბილიტაცია პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” . აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2006-2007 წლებში განხორციელდა 11 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაზეც 4 114 881 ლარი დაიხარჯა.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი