პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა

2008 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი შიდა ქართლში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრმა მოინახულა გორის რაიონის სოფელი მერეთი, რომლის მიმართულებით დღეს დილით ისროდნენ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ხელჩუადან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ოსი სეპარატისტები აგრძელებენ ქართული სოფლების მისამართით სხვადასხვა კალიბრის იარაღის სროლას. გრიგოლ მგალობლიშვილის თქმით აუცილებელია, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები შევიდნენ კონფლიქტის ზონაში და იმ ზონაში, რომელსაც რუსი ოკუპანტები აკონტორლებენ.

"ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირებლო მისია უნდა შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქ, სადაც რეალურად ხდება პროვოკაციები. ამ ყველაფერზე ჩვენი პასუხი იქნება კიდევ უფრო მეტი სახლების აშენება. უკვე შესახლებულია 5220 ადამიანი. სახელმწიფო მაქსიმალურად მიხედავს ომით დაზარალებულ ადამიანებს, პროვოკაციები ვერ შეაჩერებს ჩვენს გადადგმულ თუ გადასადგმელ ნაბიჯებს." - განაცხადა გრიგოლ მაგლობლიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში იმყოფებოდააგრეთვე პრემიერ-მინისტრი გორში სოციალური მომსახურების ცენტრის გახსნას დაესწრო. გორის სოციალური მომსახურების ცენტრი პირველია, სადაც მოსახლეობას კომფორტულ გარემოში მოემსახურებიან. ასეთივე ცენტრების ორგანიზება დაგეგმილია სააგენტოს ყველა რეგიონულ და რაიონულ ოფისში. ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესი 13 ოფისში მიმდინარეობს.

"ზოგადად მომავალი წლის ბიუჯეტში იზრდება სოცილაური სფეროს დაფინანსება. რაც მიაღწევს 1 მილიარდ 566 მილიონს, აქ მთავარია არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ მომსახურეობის ხარისხის ზრდა. ეს სააგენტო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რამდენად კარგად შეიძლება მომსახურეობის ხარისხის ზრდა ჩვენი ყველაზე მეტად დაუცველი მოსახლეობისათვის. "

გრიგოლ მგალობლიშვილმა მოინახულა სოფელ კარალეთში რუსული ინტერვენციის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის მშენებარე სახლები. "უკვე დავაკმაკოფილეთ 5220 ადამიანი, კარალეთში შესახლდება დამატებით 480 ადამიანი. დეკემბრის შუა რიცხვებამდე ჩვენ ვგეგმავთ შესახლების პროცესის დასრულებას ყველგან."-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი