საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე ოფიციალური ვიზიტით ლონდონსა და ჟენევაში იმყოფებოდა

17-19 სექტემბერს ვლადიმერ გურგენიძე ოფიციალური ვიზიტით ლონდონსა და ჟენევაში იმყოფებოდა.

ვიზიტის პირველ დღეს ჟენევაში გაიმართა პრემიერ-მინისტრის ლანჩი საერთაშორისო მშრომელთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან კარი ტაპიოლასთან ( Kari Tapiola). ამავე დღეს პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა CNBC.

18 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში Russia Hedge Funds 2008 Conference.

დღის ბოლოს საქართველოს დელეგაცია ლონდონში გაემგზავრა. ვლადიმაერ გურგენიძე ლონდონში შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გორდონ ბრაუნს (Gordon Brawn), საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ მილიბანდს ( David Miliband), ფინანსთა მინისტრს ალისტარ დარლინგს (Alistar Darling), ლონდონის მერს. ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება გადაიხედოს ბრიტანეთთან ორმაგი დაბეგვრის საკითხები, დივიდენტებზე დაბეგვრის მინიმალიზაციის კუთხით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ბრიტანეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

ვლადიმერ გურგენიძემ ლონდონში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) პრეზიდენტს Thomas Mirow შეხვდა. დაესწრო ინვესტორთა კონფერენციას.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი