საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა

4 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი კახეთის რეგიონს ეწვია.

გრიგოლ მგალობლიშვილმა მოინახულა 1 საშუალო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ახალ სოფელში. ყვარელში შეხვდა რეგიონის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს. თელავში, სოფელ კონდოლში დაათავლიერა მილდიანის ღვინის ქარხანაში მიმდინარე სამუშაო პროცესი. პრემიერ-მინისტრი ესტუმრა გლეხის ოჯახს თელავის რაიონში. "მთავარია, ხალხისგან ვიცოდეთ თუ რა ხდება რეალურად. სოფლის მეურნეობის მინისტრის პროფესიონალიზმის მიუხედავად ოთახში ჯდომით და სოფლის მეურნეობის მინსიტრზე დაყრდნობით , გვეცოდინება მხოლოდ ციფრები და სტატისტიკა. ვიცით, რომ წელს რთველმა კარგად ჩაიარა, მაგარმ თუ თავად გლეხმა არ თქვა, როგორ ჩაიარა რთველმა, ჩვენ რაც არ უნდა ვისხდეთ ოთახში და განვიხილოთ ყოველივე, არ გვეცოდინება რეალური სურათი. გვექნება მხოლოდ ინფორმაცია ფურცელზე. "-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი