საქართველოს მთავრობა – ძიება

პრემიერ-მინისტრი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

თბილისი, 2015 წლის 25 ნოემბერი

 

ნება მომეცით, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად მოგილოცოთ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული დღესასწაული და მშვიდობა და კეთილდღეობა გისურვოთ თქვენ და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოძმე ხალხს.

მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება, ხოლო თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ შემდგომშიც განვითარდება და გაღრმავდება.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემა და საუკეთესო სურვილები.

პატივისცემით,

ირაკლი ღარიბაშვილი


მის აღმატებულებას, ბატონ დენის ზვიზდიჩს
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს
სარაევო