საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2021 წლის სხდომები

2021 წლის 10 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-05-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.

დღის წესრი

დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ ფერმერებს, რომლებსაც იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა სურთ. კერძოდ, ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. გადაწყვეტილება 2000-მდე მოიჯარეს შეეხება.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამა „განახლებული რეგიონების" მიმდინარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ აქტიურად იმართება სპეციალური კომისიის სხდომები, ხდება კონკრეტული არეალების შერჩევა, სადაც პროგრამით გათვალისწინებული პროექტები უნდა განხორციელდეს. პროგრამის ფარგლებში, გასული კვირის განმავლობაში, კომისიის სხდომები დასავლეთ საქართველოში გაიმართა.
უპრეცედენტო პროგრამა "განახლებული რეგიონები", რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური