-
18 დეკემბერი 2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისასმოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს, თბილისის მერს, პარტიის თავმჯდომარეს.
-
18 დეკემბერი 2021
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის მიხედვით ონლაინ სათამაშო ბიზნესის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70 %-ით გაიზრდება, აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათსაქართველოს მთავრობა პარალელურად ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირების მიზნით, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შექმნის.
-
18 დეკემბერი 2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარიდიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი მომღერლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.
-
16 დეკემბერი 2021
საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი ''Rothschild & Co'' იმუშავებსსაქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი "Rothschild & Co" იმუშავებს, - შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის ხელი დღეს ბრიუსელში მოეწერა.
-
16 დეკემბერი 2021
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
-
16 დეკემბერი 2021
აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივი განცხადებაჩვენ, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურები შევხვდით დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში და გავაკეთეთ შემდეგი განცხადება.
-
16 დეკემბერი 2021
ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) მაღალი დონის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრებმა და სხვა ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯაე-ინმა, ასევე, ესტონეთის, უკრაინის, მაროკოსა და ეკვადორის პირველმა პირებმა.
-
15 დეკემბერი 2021
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა.
-
15 დეკემბერი 2021
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.
-
15 დეკემბერი 2021
ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელშიც „ასოცირებული ტრიოსა“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო სადილს დაესწრო, რომელიც ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას სახელით „ასოცირებული ტრიოსა" (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.