საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი შესრულდ ამოსაბეჭდი ვერსია

2021-10-13

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი შესრულდა.

მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს თავისუფლების დიდი იდეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.

მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი