საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-10-09

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმარს უცხადებს.

„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ბათუმში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რომელმაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური